კარიერა ვაკანსიები მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი

მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თუ მონაცემებთან მუშაობა გიყვარს და გინდა, შენი მიგნებები რეალურ ბიზნეს-გადაწყვეტილებებად აქციო, შემოგვიერთდი!

რას გააკეთებ ამ როლში?

  • შეაგროვებ, გააანალიზებ და ინტერპრეტაციას გაუკეთებ მონაცემებს ვებ-ანალიტიკის, სოციალური მედიის ანალიტიკისა და CRM სისტემებიდან.
  • მოამზადებ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ მარკეტინგულ ანგარიშებსა და პრეზენტაციებს, მარკეტინგული შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით.
  • გაუწევ მონიტორინგს და მოამზადებ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს მარკეტინგული პროექტების გაუმჯობესებისთვის.
  • გააანალიზებ კონკურენტების აქტივობებს, ინდუსტრიულ ტენდენციებსა და საუკეთესოპრაქტიკებს მარკეტინგული შედეგების გასაუმჯობესებლად.

რა კვალიფიკაცია და უნარები დაგეხმარება წარმატებაში?

  • ბაკალავრის ხარისხი სტატისტიკაში, მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვაშესაბამის სფეროში.
  • ინგლისური ენის სრულყოფილი წერილობითი და ვერბალური ცოდნა.
  • MS Excel-ისა და PowerPoint ის მაღალდონეზე ცოდნა მონაცემთა ანალიზისადა ანგარიშგებისთვის.
  • ანალიტიკური უნარები, მონაცემების ინტერპრეტაციის, მნიშვნელოვანი მიგნებების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებისთვის.
  • მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან (მაგ., Google Analytics, Meta Business Suite დასხვა) მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.

შეავსე აპლიკაცია ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@scapp.geწერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი".