კორპორატიული იურისტი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
- ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
- საგადასახადო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კვარტლური, წლიური და ერთჯერადი სამართლებრივი ანგარიშების მომზადება;
- კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, რეგისტრაციები, ცვლილებების შეტანა) მომზადება და მართვა;
- კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში საჭიროების მიხედვით;
- არსებული ხელშეკრულებების არქივაცია, აღრიცხვა და მართვა;
საჭიროებიდან გამომდინარე, იურიდიული მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სამაგისტრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
- მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული/სამართლებრივი მიმართულებით;
- ხელშეკრულებების სამართლის, შრომითი სამართლისა და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი.
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- სისხარტე მუშაობაში;
სხვა მოთხოვნები:
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია https://scapp.ge/ge/jobs ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ - “კორპორატიული იურისტი ".