ანონიმური მხილება

უსაფრთხო და ეთიკური გარემო, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია!

სკაპში ჩვენ გვჯერა, რომ გამჭვირვალობა და ეთიკა წარმატებული საქმიანობის საძირკველია. ჩვენ გვესმის, რომ დარღვევის შესახებ საუბარი ხშირად დიდ გამბედაობას მოითხოვს და შესაძლოა თავს უხერხულად გრძნობდეთ. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვინც ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა ერიდება მის გაჟღერებას სტანდარტული არხებით, მოცემული პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, მოგვაწოდოთ ინფორმაცია სრულიად ანონიმურად ყოველგვარი რისკის გარეშე.

ვის შეუძლია მოგვწეროს?

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვაწვდინოს ხმა: მომხმარებლებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რა დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული არხი?

ანონიმური არხის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ შეესწარით ან გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს ირგვლივ მყოფ(ებ)ი ან თავად განიცდით შევიწროვებას, შანტაჟს, გაყალბებას, უფლებამოსილების/თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, შრომითი უფლებების დარღვევას, ღირსების ან/და ჯანმრთელობის შელახვას, არაეთიკურ მოპყრობას, ფულის გათეთრებას, ქურდობას ან/და სხვა არაეთიკურ, დისკრიმინაციულ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივ ქმედებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: იმ შემთხვევაში, თუ განიცდით უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას ფინანსური ორგანიზაციის და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ (მათ შორის საპროცენტო შენატანებთან, ხელშეკრულების პირობებთან, არასწორად მიწოდებული ინფორმაციასთან ან/და სხვა), შეგიძლიათ შეავსოთ პრეტენზიის ფორმა ამავე ვებგვერდის ბოლოს განთავსებული ველის საშუალებით — „მომხმარებლის დაცვა“.

როგორ დაგვიკავშირდეთ?

ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციის მოწოდების მოსახერხებელ და უსაფრთხო გზას: შეავსეთ ამ გვერდზე მოცემული დაცული ფორმა.

შეტყობინების გამოგზავნა

ყველა შეტყობინება განიხილება კონფიდენციალურად

* სიმბოლოთი მონიშნული ველები სავალდებულოა.

*
*
PDF, JPG, PNG, DOCX - მაქს. 15 MB