კარიერა სკაპში
თუ ხარ მოტივირებული და ეძებ ახალ გზებს განვითარებისთვის, შემოგვიერთდი! სკაპში გექნება შესაძლებლობა გაიზარდო პროფესიულად და შეიტანო რეალური წვლილი საერთო წარმატებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და შექმენი მომავალი ჩვენთან ერთად.
სკაპი: სანდო და საიმედო პარტნიორი
სკაპი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე წარმოდგენილია 35 ფილიალით საქართველოს 14 ქალაქში. სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
- კარიერული განვითარება
- თანასწორი შესაძლებლობები
- სოციალური პაკეტი
ხშირად დასმული კითხვები
აირჩიე შენთვის საინტერესო პოზიცია ვაკანსიების ჩამონათვალიდან, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირე ღილაკს "გაგზავნა". აპლიკაციის მიღების შემდეგ, თუ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება პოზიციის მოთხოვნებს, აუცილებლად დაგიკავშირდებით.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს და განსხვავდება ვაკანსიის მიხედვით. თუმცა ძირითადად პროცესი შემდეგნაირია: შემოსული განაცხადების გადარჩევა, გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში: ტესტირება ან პრაქტიკული დავალება.
განაცხადის/რეზიუმეს განხილვა შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. თუ შენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, აუცილებლად დაგიკავშირდებით შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.
დიახ, შეგიძლია. მთავარია, რომ აკმაყოფილებდე მოთხოვნებს და შეძლო გამოქვეყნებული პოზიციის მიმართ შენი ინტერესის დემონსტრირება.
ზოგიერთი პოზიცია მოითხოვს ოფისში ყოფნას, თუმცა სკაპი ეტაპობრივად ავითარებს მოქნილ სამუშაო მოდელებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს დააბალანსონ პროფესიული და პირადი ცხოვრება. დეტალური ინფორმაცია ყოველთვის მითითებული იქნება კონკრეტული ვაკანსიის აღწერაში.
სკაპის გუნდი დაფუძნებულია ზრუნვაზე, პატივისცემაზე, განვითარებასა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. ჩვენთვის თითოეული თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუჭერთ მათ მხარს და ვაძლევთ პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
ჩვენი ღირებულებებია მიზანმიმართულობა, გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, პროფესიონალიზმი, ინკლუზიურობა და თანასწორობა.
კომპანიაში ფუნქციონირებს ტრენინგ-ცენტრი და თანამშრომელთა განვითარების სტრუქტურირებული სისტემა. რეგულარულად ტარდება გადამზადება, შიდა კონკურსები და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი პროგრამები, რაც თანამშრომლებს აძლევს საშუალებას გაიზარდონ პროფესიულად და დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე.
მიმდინარე ვაკანსიები
ვერ იპოვე სასურველი ვაკანსია?
თუ ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსია, დაგვიტოვეთ მონაცემები და მომავალში, ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.