კარიერა ვაკანსიები მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრი

მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე  ქ. ზუგდიდში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
  • საკრედიტო პორთველის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;


სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  შაბათი: 10:00-16:00.
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “Micro Business loans’ Senior officer - ზუგდიდი".