კარიერა ვაკანსიები ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი

ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას  ვადაგადაცილებული სესხების ოფიცრის  თანამდებობაზე ქ. თელავში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებაში მყოფკლიენტებთან:
  • სატელეფონო კომუნიკაცია;
  • ვიზიტების განხორციელება;
  • მოლაპარაკებების წარმოება.
  • ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
  • საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით): 10:00-18:30; 
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი - თელავი“