კარიერა ვაკანსიები სისტემური ადმინისტრატორი

სისტემური ადმინისტრატორი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი“-ი აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ გამოცდილება სერვერულ ინფრასტრუქტურასთან და ვირტუალიზაციასთან მუშაობაში. შერჩეულ კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ყოველდღიურ მხარდაჭერაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან შესაბამის სფეროში
  • Windows Server და Linux სისტემების (Ubuntu, CentOS) ადმინისტრირების min 3 წლიანი გამოცდილება
  • PowerShell და Bash scripting-ის ცოდნა
  • Windows Active Directory, Group Policy, DHCP, DNS ადმინისტრირება
  • სასურველია Odoo ERP სერვერების/გარემოებების ადმინისტრირების გამოცდილება
  • VMware vSphere/ESXi min 3 წლიანი გამოცდილება
  • snapshot და backup-ის  მართვა
  • PostgreSQL database-ის და (Nginx, IIS) ძირითადი ადმინისტრირება
  • SSL სერტიფიკატების ძირითადი მართვა
  • Grafana dashboard - ის შექმნა, სისტემის performance მეტრიკების მონიტორინგი და log-ფაილების ანალიზი
  • Windows Update და Linux patching
  • სერვერების აპარატურული კონფიგურაციის შერჩევა, ოპტიმიზაცია და troubleshooting
  • დოკუმენტაციის წარმოება
  • Docker containerization
  • DevOps ან Cloud ტექნოლოგიების (Azure, AWS) 
  • Git version control
  • პრობლემების ანალიზი და troubleshooting
  • გუნდური მუშაობა და კომუნიკაციის უნარები

სასურველი სერტიფიკატები

  • Microsoft MCSA: Windows Server 2016/2019
  • VMware VCP: VMware Certified Professional
  • CompTIA Server,  Network+
  • ITIL 

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია  ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ,,სისტემური ადმინისტრატორი''.