მარკეტინგის კონტენტ მენეჯერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კონტენტ მენეჯერის/ედითორის პოზიციაზე.
თუ გიყვარს ტექსტთან მუშაობა, გესმის ციფრული პროდუქტების ლოგიკა და იცი, როგორ იქცევა სწორი სიტყვა რეალურ გაყიდვად, შემოგვიერთდი!
რას გააკეთებ ამ როლში?
- შექმნი და განავითარებ სკაპის ფინანსური პროდუქტების მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ და გაყიდვებზე ფოკუსირებულ კონტენტს.
- გადმოიტან ფინანსურ პროდუქტებს გასაგებ, სარგებელზე დაფუძნებულ ისტორიებად, რომლებიც ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, აპლიკაციის გამოყენებასა და კონვერსიას.
- იმუშავებ მობილური აპლიკაციის კონტენტზე, პროდუქტის აღწერებზე, ბანერებზე, push-შეტყობინებებსა და in-app მესიჯებზე, მომხმარებლის გზისა და ქცევის გათვალისწინებით.
- შექმნი და დაარედაქტირებ ტექსტებს ვებსაიტისთვის, ლენდინგებისთვის, სოციალური მედიისთვის, ელფოსტისა და CRM კომუნიკაციებისთვის, ასევე სხვა მარკეტინგული მასალებისთვის.
- უზრუნველყოფ სკაპის ბრენდის ხმის, ტონისა და ტერმინოლოგიის ერთიანობას ყველა არხში და სხვადასხვა მომხმარებლის სეგმენტისთვის.
- მჭიდროდ ითანამშრომლებ მარკეტინგის, პროდუქტის, დიზაინისა და შესაბამისობის გუნდებთან კამპანიებისა და კომუნიკაციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
- მართავ კონტენტის კალენდარს და უზრუნველყოფ დედლაინების დაცვას.
- გააანალიზებ კონტენტის ეფექტიანობას, ჩართულობის მაჩვენებლებს და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით აუმჯობესებ მესიჯინგს.
რა კვალიფიკაცია და უნარები დაგეხმარება წარმატებაში?
- უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის სფეროში.
- კონტენტის შექმნისა და რედაქტირების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ, ციფრულ ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილებას).
- ფინანსური პროდუქტების ან ციფრული სერვისების მომხმარებლისთვის გასაგებად გადმოცემის უნარი.
- მობილური აპლიკაციის, ვებსაიტისა და ციფრული არხების კონტენტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება.
- ბრენდის ტონისა და ერთიანი მესიჯინგის შენარჩუნების პრაქტიკული გამოცდილება.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.
- სტრუქტურირებული აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- ანალიტიკური მიდგომა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი კონტენტის გაუმჯობესებისთვის.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის კონტენტ მენეჯერი/ედითორი".