საოპერაციო რისკების ოფიცერი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების ოფიცრის პოზიციაზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ანალიტიკური რეპორტების დამუშავება და შეფასება;
- სტრუქტურული ერთეულების ადგილზე ან/და დისტანციური შემოწმება;
- ჩატარებული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
- რისკების მინიმიზაციისთვის რეკომენდაციების შედგენა;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
- საოპერაციო რისკების აღრიცხვა და დოკუმენტირება შიდა წესებსა და რეგულაციებზე დაყრდნობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
- MS Word და MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- საბანკო/საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას;
- საბანკო პროდუქტებისა და საოპერაციო პროცესების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სრული განაკვეთი;
- სამივლინებო მუშაობის რეჟიმი;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “საოპერაციო რისკების ოფიცერი“