კარიერა ვაკანსიები ESG ოფიცერის / მდგრადი განვითარების ოფიცერის

ESG ოფიცერის / მდგრადი განვითარების ოფიცერის

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ESG ოფიცრის / მდგრადი განვითარების ოფიცრის პოზიციაზე.

Scapp-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ვეძებთ ESG ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის (Environmental, Social, Governance) ჩარჩოების დანერგვასა და განვითარებაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • SCAPP-ის ESG სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია
  • ESG პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და განახლება
  • გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საკრედიტო პორტფელში
  • მდგრადი დაფინანსების პორტფელის განვითარებაში მონაწილეობა
  • ESG კრიტერიუმების ინტეგრირება საკრედიტო პროცესებში
  • შიდა ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის ESG საკითხებზე
  • ESG ანგარიშგების მომზადება (ინვესტორებისთვის, რეგულატორისთვის, პარტნიორებისთვის)
  • საკონსულტაციო კომპანიებთან კოორდინაცია ESG საკითხებზე
  • ESG KPI-ების მონიტორინგი და ანგარიშგება მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, გარემოს დაცვის ან დაკავშირებულ სფეროში
  • 2–3 წლიანი გამოცდილება ESG, რისკების მართვის, შესაბამისობის ან მდგრადი განვითარების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია ფინანსური სექტორის ან მიკროსაფინანსო სფეროს ცოდნა/მუშაობის გამოცდილება
  • საერთაშორისო ESG სტანდარტების ცოდნა (IFC, GRI, UN PRI და სხვა)
  • ანალიტიკური და ანგარიშგების უნარები
  • ინგლისური ენის თავისუფალი ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მონაწილეობას SCAPP-ის ESG ტრანსფორმაციაში და მდგრადი დაფინანსების მიმართულების ჩამოყალიბებაში
  • ორგანიზაციასთან ერთად თანამედროვე და მოთხოვნადი მიმართულების განვითარებას
  • სწრაფად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში მუშაობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ – “ESG ოფიცერი”