კარიერა ვაკანსიები უნივერსალური მოლარე-ოპერატორი  (სტაჟირების პროგრამა)

უნივერსალური მოლარე-ოპერატორი  (სტაჟირების პროგრამა)

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის სტაჟირების პროგრამაზე  (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ქ. თბილისში;


სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:

  • ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას;
  • ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას;
  • ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას;
  • საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას;
  • სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას;
  • სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს;
  • ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს;
  • მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურებას;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად;

სხვა მოთხოვნები :

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • სტაჟირების ვადა: - თვე;
  • ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში 250 ლარი, შემდეგ საშუალოდ 1000+1300 ლარი  + ჯანმრთელობის დაზღვევა;

შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „სტაჟირება - უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - თბილისი".