კარიერა ვაკანსიები მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი

მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება  და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
  • მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდანმათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
  • ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
  • ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

  • ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1300 ლ-დან).

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Car Sales Officer ".