კარიერა ვაკანსიები კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცერი

კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი აცხადებს ვაკანსიას  კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცრის   პოზიციაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება, პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებისა და გაყიდვების უზრუნველყოფის მიზნით.
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ფინანსური პროდუქტების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, განახლება და ეფექტური მართვა;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა, პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
  • სესხის დამტკიცების მიზნით მომხმარებლის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოება საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ;
  • მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
  • განსაზღვრული გაყიდვების მიზნებისა და ინდივიდუალური გეგმების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი: 
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება: ფიქს. ხელფასი + ბონუსი;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცერი".