მომსახურების წესები და პირობები

მომსახურების წესები და პირობები


წინამდებარე დოკუმენტის (შემდგომში “წესები და პირობები”) მიზანია, აღიწეროს და განისაზღვროს სავალდებულო წესები და პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები კლიენტსა და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალს” ((ს/კ205274273) იურიდიული მის.: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, გამზირი აკაკი წერეთელი , N 118, I პავილიონი, ტელ.: 2 300 300) (შემდგომში “კომპანია”) შორის ვალუტ(ებ)ის კონვერტაციის გარიგებ(ებ)ის/მომსახურების შესრულების დროს.

კლიენტსა და კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალ“-ის მიერ დადგენილი ამ წესებითა და პირობებით.

გარდა ამ წესების და პირობებისა, კლიენტსა და კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით.

ეს წესები და პირობები არეგულირებს მხოლოდ კომპანიის ვებგვერდზე დისტანციურად შესრულებულ მომსახურების ოპერაციებს.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, არ დააინიციიროთ მომსახურება.

კლიენტი, რომელიც აინიციირებს დისტანციურად შესასრულებელ სავალუტო მომსახურების ოპერაციას, ადასტურებს და სრულად ეთანხმება მითითებულ წესებს და პირობებს, ასევე იმ მომენტისათვის კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას (მათ შორის ვალუტის კურსის შესახებ) რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს სს მიკროსაფინანსო ირგანიზაცია „სვის კაპიტალ“-ის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ გვერდზე.

კომპანიაზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვის ან/და აკრძალვის გავრცელების შემთხვევაში, როდესაც კომპანია ვერ უზრუნველყოფს დაინიცირებული მომსახურების შესრულებას, იგი იღებს ვალდებულებას კლიენტს, მის მიერ ჩარიცხული თანხა დაუბრუნოს ანგარიშზე გადარიცხვისაგან განსხვავებული მეთოდის (კომპანიის სერვისცენტრებში განთავსებული სალაროების) გამოყენებით.

კომპანია მომსახურებებს უწევს,  საქართველოს მოქალაქეობის და/ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირს ფიზიკურ პირებს.

 

 

ტერმინთა განმარტება:

კომპანია - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ;

დანიშნულება - კლიენტის მიერ საკუთარ მობაილ/ინტერნეტ ბანკში გადარიცხვის ოპერაციის მიზნის მითითება, რაც  გულისხმობს ტრანზაქციის დანიშნულებას და სადაც უნდა მიეთითოს ტერმინი - „კონვერტაცია“.

მომსახურება - ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია.

მომსახურების დაინიციირება - კლიეტნის საბანკო ანგარიშიდან, კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებულ მულტისავალუტო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვა.

კლიენტი - ფიზიკურ პირი, (საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ პირი და საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე ფიზიკურ პირი)  რომელიც კომპანიის ვებგვერდის გამოყენებით ახორციელებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას;

ვებგვერდი - კომპანიის ვებგვერდი - https://swisscapital.ge/ - საიდანაც შესაძლებელია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესრულება.

ანგარიში – კლიენტის მულტისავალუტო საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც სრულდება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია.

გადარიცხვა - კლიენტის მულტისავალუტო ანგარიშიდან კომპანიის ვებ გვერდზე მითითებულ ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვა კონვერტაციის მიზნობრიობით ან/და კომპანიის ანგარიშიდან კლიენტის იმავე ანგარიშზე (მულტისავალუტო ანგარიში საიდანაც მოხდა თანხის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა) კონვერტირებული თანხის ჩარიცხვა;

პერსონალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ  პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ  ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური,  ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

სამუშაო დღე/საათი – 

ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 22:00 საათამდე

შაბათი 10:00-დან 18:00 საათამდე

კვირა 10:00-დან 17:00 საათამდე. 

რომლის განმავლობაშიც კომპანია უზრუნველყოფს კლიენტისთვის მომსახურების გაწევას, გარდა ოფიციალური დასვენების (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე) დღეებისა.

კონვერტაცია - ვალუტის ყიდვა-გაყიდვა

ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით;

ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე;

საკომისიო – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი;

 

მომსახურება

1.1 კლიენტი უფლებამოსილია, კომპანიის ვებგვერდზე დისტანციურად განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაციის ინიციირება;

1.2 კომპანია უზრუნველყოფს კლიენტისთვის სასურველი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, საბანკო ანგარიშზე თანხის მიღებისა და მოთხოვნილი ვალუტის შესაბამისი თანხის კლიენტისთვის გადარიცხვის გზით.

1.3 კლიენტმა მომსახურების მოთხოვნა კომპანიას უნდა მიაწოდოს, საკუთარი მობაილ/ინტერნეტ ბანკის საშუალებით, კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, საკუთარი მულტისავალუტო ანგარიშიდან, სასურველი  თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

1.3.1 მომსახურების მოთხოვნა ჩაითვლება მიღებულად, თუ კლიენტი განახორციელებს ტრანზაქციას, კონვერტაციის დანიშნულებით (დანიშნულება: „კონვერტაცია“), კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ, შესაბამის საბანკო ანგარიშის ნომერზე.

1.4 კლიენტის მხრიდან, კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ შესაბამის ანგარიშზე წარმატებული გადარიცხვის ოპერაციის შესრულების შემდეგ, კომპანია განახორციელებს მომსახურების შესრულებას, იგივე საბანკო ანგარიშზე კლიენტის მოთხოვნილი ვალუტის შესაბამისი თანხის გადარიცხვით.

საკომისიო

2.1. კომპანიას დისტანციური კონვერტაციის მომსახურებისას არ აქვს დაწესებული დამატებითი მომსახურების საკომისო და შესრულებული ოპერაციის ღირებულება შემოიფარგლება, მხოლოდ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული კურსით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

არასამუშაო საათებში თანხის ჩარიცხვის შემთხვავში, მიუხედავად თანხის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისა, კონვერტაცია არ შესრულდება და ჩარიცხული თანხა უკან დაგიბრუნდებათ მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე ანგარიშზე. 

იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი კომპანიას მიაწვდის არასწორ ინფორმაციას და ამ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდება მომსახურება, კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი ამგვარი მომსახურების შედეგებზე.

კომპანია უზრუნველყოფს, კლიენტის მიერ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, დანიშნულებით - „კონვერტაცია“ გამოიყენოს მხოლოდ კლიენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

კლიენტი ვალდებულია სწორი საბანკო ანგარიშის ნომერი მიიღოს („დააკოპიროს“) კომპანიის ვებგვერდიდან თითოეული კონვერტაციის ინიცირებისას წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორად/არასწორ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის კონვერტაციის ოპერაციის შესრულების შემთხვევაში კომპანია არ აგებს პასუხს.

კლიენტი ეთანხმება, აღიარებს და იაზრებს, რომ კომპანიის შეუფერხებელი ოპერირება არ შეიძლება იყოს გარანტირებული და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, კლიენტის ინტერნეტ/მობაილ ბანკზე, სხვა სახის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საოპერაციო სისტემებზე, ისეთ შეზღუდვებზე, რომელიც მესამე მხარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოწყობილობასა თუ კავშირზე, ინტერნეტ-მომსახურების ხარისხზე, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობაზე და ა.შ. კომპანია ვალდებულია, მიმართოს კომერციულად დასაბუთებულ ყველა ზომას, რათა მომსახურება აღადგინოს შეძლებისდაგვარად სწრაფად. ხოლო შეფერხების შესახებ განაცხადოს საკუთარ ვებ-გვერდზე და საჭიროების შემთხვეავში დროებით გათიშოს სისტემა.

კომპანია უზრუნველყოფს, კლიენტის მიერ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის კონვერტაციას, ჩარიცხვის მომენტისათვის არსებული, კომპანიის მოქმედი კომერციული კურსის შესაბამისად.

კლიენტის მიერ, ვებ გვერდზე, დღის ჭრილში დასაკონვერტირებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 000 ლარს (ან მის ექვივალენტს განსხვავებულ ვალუტაში). იმ შემთხვეავში თუ გადააჭარბებთ დღიურ ლიმიტს, ვებ გვერდზე კონვერტაციის მომსახურება არ შესრულდება და კომპანია უზრუნველყოფს ჩარიცხული თანხის უკან (იმავე ვალუტაში და იმავე ანგარიშზე) დაბრუნებას.

15 000 ლარზე (ან მისი ექვივალენტი განსხვავებულ ვალუტაში) მეტი თანხის კონვერტაციისათვის კლიენტი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას დისტანციური არხის გამოყენებით (აპლიკაცია: „Scapp- Swiss Capital“)

კომპანია უარყოფს კლიენტის მიერ დაინიცირებულ მოთხოვნას მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში თუ კლიენტის პროვაიდერი ბანკი არ ემთხვევა კომპანიის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ბანკების ჩამონათვალიდან ერთ-ერთს.  ასეთ შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ჩარიცხული თანხის უკან (იმავე ვალუტაში და იმავე ანგარიშზე) დაბრუნებას. 

არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება (მათ შორის გადარიცხვის საკომისიო) ეკისრება კლიენტს.

მხარეები ვალდებუნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამგვარი ინფორმაცია უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია ან გაცხადებას მოითხოვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

მომსახურების საშუალო დროის ინტერვალი შეადგენს მომსახურების დაინიცირებიდან 5 წუთს.

წარმატებით დასრულებული სავალუტო ოპერაციის (მომსახურების) გაუქმება დაუშვებელია.

 

აკრძალულია:

კომპანიისთვის, ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი ინფორმაციის მიწოდება

კომპანიის რეპუტაციული ზიანის გამომწვევი ქმედების განხორციელება.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

კლიენტი, რომელიც აინიციირებს დისტანციურად შესასრულებელ სავალუტო მომსახურების ოპერაციას, ადასტურებს და სრულად ეთანხმება კომპანიას, რათა დაამუშავოს, ოპერაციის შესრულების ფარგლებში მიწოდებული კლიენტის პერსონალური მონაცემები ამ მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით.

მომსახურების ფარგლებში დამუშავდება, თქვენს მიერ მოწოდებული შემდეგი ინფორმაცია:

  • თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.)
  • საგადახდო ინფორმაცია, (ანგარიშის ნომერი, თანხის ოდენობა, ტრანზაქციის დრო და ა.შ.)

მომსახურების დაინიციირების შემდგომ, თქვენს მიერ მომსახურების ეტაპზე მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შემდეგი მიზნით:

  • მოთხოვნილი მომსახურების სრულად და ჯეროვნად განსახორციელებლად;
  • კომპანიის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, მონაცემთა, კომპანიის მარეგულირებელი ან/და საზედამხედველო ორგანოსთვის/საჯარო უწყებებისთვის სავალდებულო გადაცემის მიზნით.
  • წარმოშობილი დავის შემთხვევაში, სამართალწარმოების მიზნით.
  • და სხვა კანონით დადგენილი მიზნით;

კომპანიაში თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ინახება ერთჯერადი გარიგების/მომსახურების შესრულებიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული ვად(ებ)ის/დასაბუთებული საჭიროების ფარგლებში. 

 

 

თქვენ  ფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მიიღოთ ინფორმაცია, ასლები, მოითხოვოთ მათი გასწორება, გატანა, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონი, მუხ. #21) ან მათზე უარის თქმის სხვა საფუძვლები. ასევე უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროთ თქვენზე დამუშავებული ინფორმაციის კანონიერება.