სკაპი პროექტის RDYE მეორე ფაზის მხარდამჭერია
სკაპში გვჯერა, რომ განვითარებული სოფელი წარმატებული ქვეყნის ბაზისია, რაც მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობით მიიღწევა.
26 თებერვალი, 2025
სკაპმა პროექტ „ჩართე“-სთან პარტნიორობით ოკუპირებულ გალში მცხოვრები 15 უფროსკლასელი ინტერნეტით უზრუნველყო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხარდაჭერით, მათ დაუმონტაჟდათ ინტერნეტი და 6-თვიანი სააბონენტო გადასახადი დაუფინანსდათ, რათა შეძლონ შეუფერხებლად სწავლა და განვითარება.
სკაპისა და პროექტ „ჩართეს“ თანამშრომლობა 2024 წლის ნოემბერში, გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ პარტნიორობის ფორუმზე შედგა, სადაც ბიზნესებისა და სოციალური ინიციატივების ერთმანეთთან დაკავშირება საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
სკაპისთვის განათლება და თანაბარი შესაძლებლობები უფლებაა და არა პრივილეგია. სწორედ ამიტომ, წელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ არაერთი ინიციატივა გვაქვს დაგეგმილი, საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების ხელშეწყობისთვის.