მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE II), ფარგლებში, 21 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 120 ტრენინგი წარმატებით ჩატარდა.
საგანმანათლებლო ფაზამ ასობით ადგილობრივი ახალგაზრდა გააერთიანა და მათ საკუთარი სამეწარმეო იდეების განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. სამუშაო შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა ის დიდი ენერგია და მოტივაცია, რომელიც ცვლილებებისა და რეგიონული განვითარების გარშემო გაერთიანებულ ახალგაზრდებს ამოძრავებთ.
პროექტი ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო და პრაქტიკულ ეტაპზე გადადის:
იდეების ტრანსფორმაცია: მონაწილეები გაივლიან 7-დღიან, ინტენსიურ ბიზნესმეწარმეობის ტრენინგს (BET), სადაც პროფესიონალების დახმარებით, საკუთარ საწყის იდეებს რეალურ ბიზნესგეგმებად გარდაქმნიან.
დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება მინიმუმ 65 გამარჯვებული ახალგაზრდა მეწარმე, რომლებიც საკუთარი საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად 30 000 ლარამდე ფინანსურ გრანტს მიიღებენ.
სკაპისთვის საამაყოა ამ პროცესის თანამონაწილეობა.
Mercy Corps Georgia-სთან და სხვა ქართულ კომპანიებთან პარტნიორობით, ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებას ემსახურება.