RDYE პროექტის მეორე ფაზაში 2 500-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე ჩაერთო
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი პროექტის, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), პარტნიორია.
20 ივლისი, 2026
ქუთაისში, გელათის ქუჩა #2-ში, სკაპის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს უკვე სრულყოფილად ემსახურება.
ახალი სივრცე ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მოსახერხებელი ლოკაცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად მიიღონ საჭირო ფინანსური მომსახურება:
ახალი ფილიალის გუნდი მზად არის, ადგილობრივ მომხმარებლებს დაეხმაროს როგორც ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მაქსიმალურ გამარტივებაში, ისე კომპანიის ციფრული ინსტრუმენტების უკეთ ათვისებასა და გამოყენებაში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 18:30, შაბათი: 10:00 - 16:00
მისამართი: გელათის ქუჩა #2
გვეწვიეთ ახალ ფილიალში და მიიღეთ თქვენზე მორგებული ფინანსური მომსახურება.
გსურს გაიგო მეტი?