ციფრული შესაძლებლობები მომავლისთვის: ჩართეს სექტემბრის ბენეფიციარები
თანამედროვე სამყაროში განათლების ხარისხს დიდწილად ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს.
16 ნოემბერი, 2026
სოფლის მეურნეობა ის ბიზნესია, სადაც შედეგი შენს მონდომებაზე, ბუნებასა და, რაც მთავარია, დროულ ფინანსურ რესურსზეა დამოკიდებული.
ფერმერის მთავარი გამოწვევა ყოველთვის სეზონურობაა: ხარჯები ახლა გაქვს, შემოსავალს კი მოსავლის აღების შემდეგ ელოდები.
სწორედ ამიტომ, სკაპის აგრო სესხი სტანდარტული კრედიტი არ არის. ეს არის სასოფლო-სამეურნეო დაფინანსება, რომელიც ზუსტად შენი მეურნეობის ციკლზეა მორგებული.
ტექნიკა და ინფრასტრუქტურა: შეიძინე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ტრაქტორი ან დაამონტაჟე წვეთოვანი სარწყავი სისტემა - ყველაფერი, რაც მექანიკურ შრომას შეგიმსუბუქებს.
მზადება სეზონისთვის: მოიმარაგე საუკეთესო ხარისხის სასუქი, პესტიციდები და ნერგები მანამ, სანამ ბაზარზე ფასები პიკს მიაღწევს.
ბიზნესის გაფართოება: მოაწყვე სამაცივრე მეურნეობა ან საწყობი, რათა შენი პროდუქტი მაშინ გაყიდო, როცა ბაზარზე ფასი ყველაზე მაღალია.
მეცხოველეობა: გააფართოვე ფერმა, შეიძინე ჯიშიანი პირუტყვი ან საკვები.
იხდი მაშინ, როცა მოსავალს იღებ (11 თვემდე საშეღავათო პერიოდი): ჩვენ ვიცით, რომ ხშირად ფერმერს შემოსავალი ყოველთვიურად არ აქვს. სკაპი გაძლევს საშეღავათო პერიოდს - დააფინანსე შენი საქმე ახლა და სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყე მოსავლის რეალიზაციის შემდეგ.
სწრაფი აგრო სესხი და სიმარტივე: სოფლის მეურნეობაში დრო არ იცდის. დაგვიანებულმა სასუქმა შეიძლება მთელი წლის შრომა წყალში ჩაყაროს. ჩვენთან პასუხს და თანხას სწრაფად მიიღებ. 200 000 ლარამდე აგრო სესხის დამტკიცების მაქსიმალური ვადა 1 დღეა, ხოლო 30 000 ლარამდე ექსპრეს აგრო სესხს 1 საათში მიიღებ - თანაც, უზრუნველყოფის გარეშე.
წარმატებული ფერმერი ის არის, ვინც დროულად მოქმედებს. აქციე შენი მეურნეობა თანამედროვე, სტაბილურ და მაღალშემოსავლიან ბიზნესად.
შეავსე აგრო სესხის ონლაინ განაცხადი მარტივად და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები შენი აგრობიზნესისთვის სკაპთან ერთად.
იხილეთ დეტალები
გსურს გაიგო მეტი?