ჩვენ შესახებ სიახლეები გზა ციფრული განათლებისკენ: სკაპი და ჩართე მოსწავლეების მხარდასაჭერად

გზა ციფრული განათლებისკენ: სკაპი და ჩართე მოსწავლეების მხარდასაჭერად

10 სექტემბერი, 2026

საქართველოში ათასობით სოციალურად დაუცველ მოსწავლეს დღემდე არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ განათლების ხარისხსა და პროფესიულ არჩევანზე.

სწორედ ამ რეალობის შეცვლასა და მოზარდებისთვის თანაბარი პირობების შექმნას ემსახურება პლატფორმა ჩართე. ჩართეს ინიციატივას, გააერთიანოს ბიზნესი და ფიზიკური პირები მოზარდების საუკეთესო ინტერესების დასაცავად, სკაპი 2025 წლიდან შეუერთდა.  

პირველი ეტაპის შედეგები

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 38 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს გადაეცა ლეპტოპი.

გარდა ამისა, გალში მცხოვრებ 15 მოსწავლეს, 6 თვის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდა ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი.

თანამედროვე ტექნიკა და ინტერნეტთან უწყვეტი წვდომა უფროსკლასელებისთვის რეალური შესაძლებლობაა, მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის, გაიარონ ონლაინ კურსები, შეიძინონ მოთხოვნადი ციფრული უნარები და დამოუკიდებლად აშენონ საკუთარი მომავალი.

პარტნიორობა გრძელდება: ახალი ნაბიჯები სამეგრელოში 

წარმატებული სტარტის შემდეგ, სკაპი და ჩართე კვლავ აგრძელებენ პარტნიორობას.

ჩართეს გუნდი უკვე ეწვია სამეგრელოს და სკაპის სახელით ლეპტოპები გადასცა კიდევ 4 უფროსკლასელს. ეს მხარდაჭერა მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სტიმულია. 

პროექტი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოიცავს სხვა რეგიონებსა და ბენეფიციარებს.

ხარისხიანი განათლება თითოეული ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერითა და მათთვის ციფრული სამყაროს გზის გახსნით, ვმონაწილეობთ ქვეყნის საერთო, უკეთესი მომავლის შექმნაში.

გაზიარება

სხვა სიახლეები