სკაპმა ქუთაისში მეორე ფილიალი გახსნა
ქუთაისში, გელათის ქუჩა #2-ში, სკაპის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს უკვე სრულყოფილად ემსახურება.
20 ივლისი, 2026
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი პროექტის, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), პარტნიორია.
RDYE მიზანად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, ახალი ბიზნესების შექმნისა და არსებული საქმიანობის გაფართოების ხელშეწყობის გზით.
პროექტი 36 თვის განმავლობაში (2025 წლის ოქტომბერი - 2028 წლის სექტემბერი) ხორციელდება და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტს.
რეგისტრაციის ეტაპზე RDYE პროექტის მიმართ მოსალოდნელზე მაღალი ინტერესი გამოვლინდა და მასში მონაწილეობის სურვილის 2 584 ახალგაზრდა მეწარმემ გამოთქვა.
მონაწილეთა შორის ქალების წილი 51%-ს, ხოლო მამაკაცების - 49%-ს შეადგენს.
რეგიონული განაწილება კი ასეთია:

რა არის RDYE პროექტის შემდეგი ეტაპი?
პროექტი უკვე გადავიდა პრაქტიკულ ფაზაში. ამჟამად მიმდინარეობს ორდღიანი ტრენინგები მეწარმეობის საფუძვლების მიმართულებით, ტრენინგების პირველი ტალღა უკვე წარმატებით ჩატარდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

პროექტის ფარგლებში სულ 120 ტრენინგია დაგეგმილი საქართველოს 4 რეგიონში. რის შემდეგაც მონაწილეები 7-დღიან ბიზნესმეწარმეობის ტრენინგს (Business Entrepreneurship Training – BET) გაივლიან და საკუთარ იდეებს ბიზნესგეგმებად ჩამოაყალიბებენ.
RDYE-ის დასკვნით ეტაპზე მინიმუმ 65 ახალგაზრდა მეწარმე 30 000 ლარამდე გრანტით დაფინანსდება, რაც მათ ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
სკაპისთვის, როგორც პროექტის ფინანსური მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა. ორგანიზაცია აგრძელებს ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება.
პარტნიორების შესახებ
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ. პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს International Partnerships Austria. ფინანსური მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“.
გსურს გაიგო მეტი?