
26 მაისი 2025 - სამუშაო საათები
26 მაისის სამუშაო საათები ჩვენს ფილიალებში:
15 სექტემბერი, 2025
თბილისი, საქართველო - 15.09.2025 - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, „სვის კაპიტალი“, რომელიც წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქმიანობას „სკაპის“ სახელით აგრძელებს.
სახელი „სკაპი“, რომელიც ძველისგან განსხვავებით ერთი სიტყვით არის წარმოდგენილი, სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის ხედვას, - შექმნას მომხმარებლისთვის მარტივი და თანამედროვე ფინანსური სერვისები. ახალ სახელთან ერთად, კომპანიის რებრენდინგი მოიცავს განახლებულ ვიზუალურ იდენტობას, მეტი აქცენტით ციფრულ შესაძლებლობებზე, რაც ორგანიზაციის სერვისებში ბოლო წლებში დაინერგა.
„დღეს, როცა ტექნოლოგიები ფინანსურ სექტორს ახლებურად გარდაქმნის, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ციფრული ტრანსფორმაცია, რათა მომხმარებლებს მოვემსახუროთ უფრო მოქნილად და უსაფრთხოდ,“ - აცხადებს გია კერესელიძე, „სკაპის“ გენერალური დირექტორი. „ახალი ბრენდი აერთიანებს როგორც ჩვენს გამოცდილებას, ისე მომავლის ხედვას და გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მკაფიოდ ვთქვათ, ვინ ვართ სინამდვილეში.“
„სკაპი“, უცვლელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და მმართველი გუნდის იგივე შემადგენლობით, განაგრძობს სტრატეგიული მიზნებისკენ სვლას, რაც მოიცავს ციფრული სერვისების გაძლიერებასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას. ამასთან, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. ამ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობით, 500-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის, ქვეყნის მასშტაბით 35 ფილიალითა და თანამედროვე მობილური აპლიკაციით, „სკაპი“ მიზნად ისახავს კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს პოზიცია საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და გააგრძელოს გრძელვადიანი ზრდა.
გსურს გაიგო მეტი?