ჩვენ შესახებსიახლეები„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
19 სექტემბერი, 2025
ტრადიციებზე დაფუძნებული ღირებულებები და ხედვები, 35 ფილიალი და ახლა უკვე თანამედროვე მობილური აპლიკაცია - „სვის კაპიტალი“ დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა უკვე scapp-ის სახელით, განახლებული ვიზუალური იდენტობითა და შესაძლებლობებით, რომელიც მიკროსაფინანსო სექტორში მას წამყვან ბრენდად აქცევს.
სახელი - „სკაპი“ (SCAPP) ერთგვარად მომხმარებლისგან არის ნაკარნახევი და სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის ხედვას, შემოიტანოს ინოვაციები და შექმნას თანამედროვე ფინანსური სერვისები. რებრენდინგის ფარგლებში მეტი აქცენტი კეთდება იმ ციფრულ შესაძლებლობებზე, რაც ორგანიზაციის სერვისებში ბოლო წლებში დაინერგა, გრძელდება მათი გაძლიერება და განვითარება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ პასუხისმგებლობას, მათ შორის მდგრადობის ინიციატივების მიმართულებით.
გია კერესელიძე აღმასრულებელი დირექტორი
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გია კერესელიძე განმარტავს, რებრენდინგის შედეგად „სკაპი“ მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს პოზიცია საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და განაგრძოს გრძელვადიანი სტაბილური ზრდა:
„ახალი სახელწოდება კომპანიის სტრატეგიული განვითარების თვალსაჩინო გამოხატულებაა, რადგან ჩვენ მუდმივად ორიენტირებულები ვართ მომხმარებლისთვის მარტივი სერვისების შეთავაზებაზე. ბოლო წლებში აღნიშნულს განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიის ორივე კომპონენტი - მომხმარებლისთვის მარტივი სერვისების შეთავაზება და ციფრული სერვისების განვითარება კარგად ჩანს ჩვენი ბრენდის ახალ სახელწოდებაში“, - განმარტა „სკაპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
იურის გრაუდუმნიეკსი მარკეტინგის დირექტორი
რებრენდინგის ფარგლებში კომპანიის სტრატეგიული მიზნების უფრო ეფექტიანად განხორციელების შესახებ ისაუბრა „სკაპის“ მარკეტინგის დირექტორმა იურის გრაუდუმნიეკსმაც:
„კომპანიის 15 წლის იუბილეზე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ახალი და მნიშვნელოვანი გზის დასაწყისიც არის, აღვნიშნავთ მიღწევებს და ამავდროულად ვაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიის განვითარებას: მომხმარებლებს უფრო მოქნილად მოვემსახუროთ და ეფექტიანად გავაგრძელოთ ციფრული ტრანსფორმაცია“, - აღნიშნა „სკაპის“ მარკეტინგის დირექტორმა.
რებრენდინგის ფარგლებში „სკაპი“ კიდევ უფრო გააძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
დაფუძნებიდან - 2010 წლიდან დღემდე, კომპანია ქმნის ახალ გზებსა და შესაძლებლობებს ყველასთვის: ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, თვითდასაქმებულებისა თუ საოჯახო ბიზნესებისთვის, რომელთაც პირადი ფინანსების მართვასა თუ საქმიანი მიზნების მიღწევაში ხელშეწყობა სჭირდებათ.