ჩვენ შესახებ სიახლეები შეტყობინება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

შეტყობინება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

9 დეკემბერი, 2025

08.12.2025
N 2156/2025

სს „მისო სვის კაპიტალ“-ის აქციონერებს

შეტყობინება სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“-ის (ს.ნ. 205274273) აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

1. საერთო კრების მოწვევის ფორმა
1.1. საერთო კრება მოიწვევა სს „მისო სვის კაპიტალ“-ის მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან პორტალზე მისოსადმი მიკუთვნებულ მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და მისოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.scapp.ge გამოქვეყნებით.

2. საერთო კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 30 დეკემბერს 12:00 საათზე ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზ.#118, I პავილიონში გაიმართება სს „მისო სვის კაპიტალ“-ის (ს.ნ. 205274273; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, გამზირი აკაკი წერეთელი , N 118, I
პავილიონი) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

3. საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები
3.1. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან;
3.2. კრებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც პირადად ასევე წარმომადგენლის მეშვეობით, ნოტარულად ან ელექტრონული კვალიფიციური ხელმოწერით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
3.3. საერთო კრების ჩატარების ფორმა არის ფიზიკური დასწრება, კრებაზე ხმის მიცემა განხორციელდება კენჭისყრით ფორმით.

4. საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს:
4.1. საზოგადოების არსებული საფირმო სახელწოდების ცვლილება და ახალი სახელწოდების განსაზღვრა;
4.2. სამეთვალყურეო საბჭოს დებულების 41.2. პუნქტით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ვადის გაზრდა და ახალი ვადის განსაზღვრა 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;
4.3. სხვა საკითხები;

5. საერთო კრების სააღრიცხვო დღე
5.1. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2025 წლის 22 დეკემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალ“
დირექტორი
გივი კერესელიძე

გაზიარება

სხვა სიახლეები