ჩვენ შესახებ სიახლეები სკაპი პროექტის RDYE მეორე ფაზის მხარდამჭერია

სკაპი პროექტის RDYE მეორე ფაზის მხარდამჭერია

MFOScappRDYEproject

24 აპრილი, 2026

სკაპში გვჯერა, რომ განვითარებული სოფელი წარმატებული ქვეყნის ბაზისია, რაც მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობით მიიღწევა.  

სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა Mercy Corps-ის წარმომადგენლობას საქართველოში და  2026 წლის იანვრიდან დიდი სიხარულით შეგვაქვს ჩვენი წვლილი პროექტის, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”, განხორციელებაში.

“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” - მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობის სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ახალი ბიზნესების შექმნა ან არსებული საქმიანობის გაფართოება.
პროექტის ფარგლებში:

  • შერჩეული 1,800-ზე მეტი მონაწილე (18-35 წლის, 50% ქალი) ჩაერთვება სპეციალურად შექმნილ პრაქტიკულ ტრენინგებსა და მენტორობის პროგრამებში;
  • გამარჯვებული, მინიმუმ 65 ახალი ან მოქმედი ახალგაზრდა მეწარმე, დაფინანსდება 30 000 ლარამდე ფულადი გრანტით.

პროექტის ხანგრძლივობა 36 თვეა (ოქტომბერი, 2025 - სექტემბერი, 2028). მონაწილეები შეირჩევიან საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტიდან:

ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი; 
სამცხე-ჯავახეთი: ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა; 
აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო; 
გურია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს - როგორც ფინანსური გრანტებით, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ტრენინგებისა და მენტორობის პროგრამების მეშვეობით.
 
პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობა”  (International Partnerships Austria). იგი ხორციელდება მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.


განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით.
მიმდინარე მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ახალგაზრდა.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: 595 951 236
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/gBoMw 

სკაპში მოუთმენლად ველოდებით პროექტის შემდეგ ეტაპებს.
 

გაზიარება

სხვა სიახლეები