20-21 სექტემბერი - ტექნიკური სამუშაოები
გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო 20 სექტემბერს, სკაპის ყველა ფილიალი მუშაობას დაასრულებს 17:30 საათზე. ასევე, ორშაბათს, 21 სექტემბერს არ იფუნქციონირებს არც ერთი ფილიალი და კონტაქტ ცენტრი.
23 სექტემბერი, 2026
საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა ახალ საფეხურზე გადავიდა. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები მონაწილეები უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ სატრენინგო კურსს გადიან.
პროექტის გუნდი და მოწვეული ტრენერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივ ახალგაზრდებს ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ასპექტებს უზიარებენ.
პრაქტიკული სწავლება და მზადება BET-ისთვის
სატრენინგო პროცესი ინტერაქციულია: იმიტაციური თამაშებითა და რეალური მაგალითებით მონაწილეები ჯერ სამეწარმეო აზროვნებასა და საბაზისო პრინციპებს ეუფლებიან.

ეს საწყისი ეტაპი ხიდია პროექტის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევამდე - BET (Business Entrepreneurship Training) ფაზამდე. სწორედ ამ ეტაპზე გადაინაცვლებენ მონაწილეები იდეების პრაქტიკულ დამუშავებაზე, რათა:
მრავალფეროვანი გარემო და ახალი შესაძლებლობები
პროექტი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და ინკლუზიურობით. ტრენინგებში ჩართულნი არიან 18-35 წლის ახალგაზრდები, მათ შორის - ქალები (მონაწილეთა ნახევარზე მეტი), ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, დევნილები, ეკომიგრანტები და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები.
პროცესის საბოლოო შედეგი 65-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნა ან მოქმედი ბიზნესის გაფართოებაა - როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპისთვის, როგორც პროექტის ერთ-ერთი ფინანსური პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანია თითოეული მონაწილის პროგრესი. რეგიონებში ახალგაზრდების ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და მათი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზება პირდაპირ აისახება სოფლისა და მთლიანად ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.
პარტნიორების შესახებ
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ. პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს International Partnerships Austria. ფინანსური მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“.
გსურს გაიგო მეტი?