ჩვენი ფილიალები

სკაპი შენთან ახლოს

აღმოაჩინე ჩვენი ფილიალების ფართო ქსელი და მიიღე მომსახურება შენს ქალაქში.

ვალუტის კურსი

Currency icon
ყიდვა 2.591
გაყიდვა 2.596
Currency icon
ყიდვა 2.878
გაყიდვა 2.888
ყველა კურსი

კალკულატორი

Currency icon
  • GEL
  • USD
  • EUR
  • GBP
  • RUB
  • ILS
  • TRY
0.00
Currency icon
  • GEL
  • USD
  • EUR
  • GBP
  • RUB
  • ILS
  • TRY

სკაპი: სანდო და საიმედო პარტნიორი

სკაპი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე წარმოდგენილია 38 ფილიალით საქართველოს 14 ქალაქში. სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

16 წელი ბაზარზე
38 ფილიალი
14 ქალაქი
530 თანამშრომელი
112K+ მომხმარებელი

ბოლო სიახლეები

ჩვენი ფოკუსი

მდგრადი განვითარება

გაიგეთ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების, ინიციატივებისა და პარტნიორობების შესახებ, რომელიც მიზნად მდგრადი მომავლის შექმნას ისახავს.

ციფრული შესაძლებლობები მომავლისთვის: ჩართეს სექტემბრის ბენეფიციარები

თანამედროვე სამყაროში განათლების ხარისხს დიდწილად ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს. როდესაც სასკოლო პროგრამა, უცხო ენების სწავლა თუ უმაღლესი სასწავლებლისთვის მზადება ინტერნეტსივრცეში ინაცვლებს, კომპიუტერი არა დამხმარე ნივთად, არამედ განვითარების ფუნდამენტურ ინსტრუმენტად იქცევა.სწორედ ამ შესაძლებლობების შესაქმნელად, სკაპი „ჩართეს“ მოსწავლეების მხარდაჭერას განაგრძობს. სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, პროექტის ფარგლებში სამეგრელოში მცხოვრებ ოთხ უფროსკლასელს პერსონალური ლეპტოპები გადაეცა. თითოეული მათგანისთვის საკუთარი კომპიუტერი ინტერესების გაღრმავებისა და მიზნების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებაა. სანამ საკუთარი კომპიუტერი ექნებოდა, ალექსისთვის სკოლის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. დღეს პროცესი სრულიად შეცვლილია: ახალი ლეპტოპით ის უკვე დამოუკიდებლად აწყობს სასკოლო პრეზენტაციებს და სხვადასხვა საგნის ვიდეოგაკვეთილებს უყურებს.ციფრული უნარების განვითარებასთან ერთად, ალექსი დროს მხატვრულ ლიტერატურასაც უთმობს, კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა, რადგან სწამს, რომ წიგნები ცოდნის მიღების საუკეთესო გზაა. თათია აბიტურიენტია და ახლა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდია, ის სამომავლო პროფესიისა და უნივერსიტეტის შერჩევის ეტაპზეა. დარწმუნებულია, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ამ პროცესში სწორი არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს.სკოლაში თათიას საყვარელი საგანი მათემატიკაა, თავისუფალ დროს კი უყვარს იმ რთულ კითხვებზე პასუხების მოძიება, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს. ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა მას საშუალებას აძლევს, საინტერესო თემები სიღრმისეულად შეისწავლოს და მომავალი აკადემიური ცხოვრებისთვის მყარი საფუძველი მოამზადოს.მარიამი დამამთავრებელ კლასშია და მიზანი მკაფიოდ აქვს დასახული, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს. ახალ ლეპტოპს უკვე ყოველდღიურად იყენებს: ასრულებს საშინაო დავალებებს, ატარებს საჭირო კვლევებს და YouTube-ის საშუალებით ინგლისურის ცოდნას იღრმავებს.ნინის ბავშვებთან ურთიერთობისა და უცხო ენების სიყვარულმა გადააწყვეტინა, ინგლისური ენის მასწავლებელი გახდეს. უმაღლესი სასწავლებელიც უკვე არჩეული აქვს, ის ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. ამის პარალელურად, ნინის ჰობი კულინარია და ენების სწავლაა. ახალი კომპიუტერი მისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტია როგორც უცხო ენების დასახვეწად, ასევე თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებსა და რესურსებზე სამუშაოდ.სკაპისა და „ჩართეს“ თანამშრომლობა ეფუძნება რწმენას, რომ ნიჭსა და შრომას შესაბამისი გარემო და დროული მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც მოზარდებს აქვთ ინსტრუმენტები საკუთარი იდეების განსახორციელებლად, მათი დიდი მიზნები რეალურ შედეგებად იქცევა - ალექსის, თათიას, მარიამისა და ნინის წარმატების გზა კი სწორედ ამ ახალი ნაბიჯებით იწყება.

სრულად

ჩატარებული 120 ტრენინგი და ახალი შესაძლებლობები რეგიონებისთვის - პროექტი RDYE შემდეგ ეტაპზე გადადის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE II), ფარგლებში, 21 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 120 ტრენინგი წარმატებით ჩატარდა.საგანმანათლებლო ფაზამ ასობით ადგილობრივი ახალგაზრდა გააერთიანა და მათ საკუთარი სამეწარმეო იდეების განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. სამუშაო შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა ის დიდი ენერგია და მოტივაცია, რომელიც ცვლილებებისა და რეგიონული განვითარების გარშემო გაერთიანებულ ახალგაზრდებს ამოძრავებთ.პროექტი ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო და პრაქტიკულ ეტაპზე გადადის:იდეების ტრანსფორმაცია: მონაწილეები გაივლიან 7-დღიან, ინტენსიურ ბიზნესმეწარმეობის ტრენინგს (BET), სადაც პროფესიონალების დახმარებით, საკუთარ საწყის იდეებს რეალურ ბიზნესგეგმებად გარდაქმნიან.დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება მინიმუმ 65 გამარჯვებული ახალგაზრდა მეწარმე, რომლებიც საკუთარი საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად 30 000 ლარამდე ფინანსურ გრანტს მიიღებენ.სკაპისთვის საამაყოა ამ პროცესის თანამონაწილეობა. Mercy Corps Georgia-სთან და სხვა ქართულ კომპანიებთან პარტნიორობით, ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებას ემსახურება.

სრულად

იდეებიდან რეალურ ბიზნესამდე: RDYE პროექტი გრძელდება

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები მონაწილეები უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ სატრენინგო კურსს გადიან. პროექტის გუნდი და მოწვეული ტრენერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივ ახალგაზრდებს ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ასპექტებს უზიარებენ. პრაქტიკული სწავლება და მზადება BET-ისთვის სატრენინგო პროცესი ინტერაქციულია: იმიტაციური თამაშებითა და რეალური მაგალითებით მონაწილეები ჯერ სამეწარმეო აზროვნებასა და საბაზისო პრინციპებს ეუფლებიან.ეს საწყისი ეტაპი ხიდია პროექტის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევამდე - BET (Business Entrepreneurship Training) ფაზამდე. სწორედ ამ ეტაპზე გადაინაცვლებენ მონაწილეები იდეების პრაქტიკულ დამუშავებაზე, რათა:თავიანთ ინიციატივებს საბოლოო სახე მისცენ;შეადგინონ გამართული ბიზნესგეგმები;იბრძოლონ დაფინანსების მოსაპოვებლად.მრავალფეროვანი გარემო და ახალი შესაძლებლობებიპროექტი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და ინკლუზიურობით. ტრენინგებში ჩართულნი არიან 18-35 წლის ახალგაზრდები, მათ შორის - ქალები (მონაწილეთა ნახევარზე მეტი), ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, დევნილები, ეკომიგრანტები და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები.პროცესის საბოლოო შედეგი 65-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნა ან მოქმედი ბიზნესის გაფართოებაა - როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებით.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპისთვის, როგორც პროექტის ერთ-ერთი ფინანსური პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანია თითოეული მონაწილის პროგრესი. რეგიონებში ახალგაზრდების ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და მათი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზება პირდაპირ აისახება სოფლისა და მთლიანად ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. პარტნიორების შესახებპროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ. პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს International Partnerships Austria. ფინანსური მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“.

სრულად
charte.scapp.2026

გზა ციფრული განათლებისკენ: სკაპი და ჩართე მოსწავლეების მხარდასაჭერად

საქართველოში ათასობით სოციალურად დაუცველ მოსწავლეს დღემდე არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ განათლების ხარისხსა და პროფესიულ არჩევანზე.სწორედ ამ რეალობის შეცვლასა და მოზარდებისთვის თანაბარი პირობების შექმნას ემსახურება პლატფორმა ჩართე. ჩართეს ინიციატივას, გააერთიანოს ბიზნესი და ფიზიკური პირები მოზარდების საუკეთესო ინტერესების დასაცავად, სკაპი 2025 წლიდან შეუერთდა.  პირველი ეტაპის შედეგებითანამშრომლობის პირველ ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 38 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს გადაეცა ლეპტოპი.გარდა ამისა, გალში მცხოვრებ 15 მოსწავლეს, 6 თვის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდა ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი.თანამედროვე ტექნიკა და ინტერნეტთან უწყვეტი წვდომა უფროსკლასელებისთვის რეალური შესაძლებლობაა, მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის, გაიარონ ონლაინ კურსები, შეიძინონ მოთხოვნადი ციფრული უნარები და დამოუკიდებლად აშენონ საკუთარი მომავალი.პარტნიორობა გრძელდება: ახალი ნაბიჯები სამეგრელოში წარმატებული სტარტის შემდეგ, სკაპი და ჩართე კვლავ აგრძელებენ პარტნიორობას.ჩართეს გუნდი უკვე ეწვია სამეგრელოს და სკაპის სახელით ლეპტოპები გადასცა კიდევ 4 უფროსკლასელს. ეს მხარდაჭერა მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სტიმულია. პროექტი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოიცავს სხვა რეგიონებსა და ბენეფიციარებს.ხარისხიანი განათლება თითოეული ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერითა და მათთვის ციფრული სამყაროს გზის გახსნით, ვმონაწილეობთ ქვეყნის საერთო, უკეთესი მომავლის შექმნაში.

სრულად

RDYE პროექტის მეორე ფაზაში 2 500-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე ჩაერთო

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი პროექტის, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), პარტნიორია. RDYE მიზანად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, ახალი ბიზნესების შექმნისა და არსებული საქმიანობის გაფართოების ხელშეწყობის გზით.პროექტი 36 თვის განმავლობაში (2025 წლის ოქტომბერი - 2028 წლის სექტემბერი) ხორციელდება და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტს.რეგისტრაციის ეტაპზე RDYE პროექტის მიმართ მოსალოდნელზე მაღალი ინტერესი გამოვლინდა და მასში მონაწილეობის სურვილის  2 584 ახალგაზრდა მეწარმემ გამოთქვა.მონაწილეთა შორის ქალების წილი 51%-ს, ხოლო მამაკაცების - 49%-ს შეადგენს.რეგიონული განაწილება კი ასეთია:ქვემო ქართლი - 31%სამცხე-ჯავახეთი - 29%აჭარა - 27%გურია - 13%  რა არის RDYE პროექტის შემდეგი ეტაპი?პროექტი უკვე გადავიდა პრაქტიკულ ფაზაში. ამჟამად მიმდინარეობს ორდღიანი ტრენინგები მეწარმეობის საფუძვლების მიმართულებით.პროექტის ფარგლებში სულ 120 ტრენინგია დაგეგმილი საქართველოს 4 რეგიონში. რის შემდეგაც მონაწილეები 7-დღიან ბიზნესმეწარმეობის ტრენინგს (Business Entrepreneurship Training – BET) გაივლიან და საკუთარ იდეებს ბიზნესგეგმებად ჩამოაყალიბებენ. RDYE-ის დასკვნით ეტაპზე მინიმუმ 65 ახალგაზრდა მეწარმე 30 000 ლარამდე გრანტით დაფინანსდება, რაც მათ ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.სკაპისთვის, როგორც პროექტის  ფინანსური მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა. ორგანიზაცია აგრძელებს ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. პარტნიორების შესახებპროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ. პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს International Partnerships Austria. ფინანსური მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“.

სრულად
MFOScappRDYEproject

სკაპი პროექტის RDYE მეორე ფაზის მხარდამჭერია

სკაპში გვჯერა, რომ განვითარებული სოფელი წარმატებული ქვეყნის ბაზისია, რაც მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობით მიიღწევა.  სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა Mercy Corps-ის წარმომადგენლობას საქართველოში და  2026 წლის იანვრიდან დიდი სიხარულით შეგვაქვს ჩვენი წვლილი პროექტის, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”, განხორციელებაში.“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” - მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობის სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ახალი ბიზნესების შექმნა ან არსებული საქმიანობის გაფართოება.პროექტის ფარგლებში:შერჩეული 1,800-ზე მეტი მონაწილე (18-35 წლის, 50% ქალი) ჩაერთვება სპეციალურად შექმნილ პრაქტიკულ ტრენინგებსა და მენტორობის პროგრამებში;გამარჯვებული, მინიმუმ 65 ახალი ან მოქმედი ახალგაზრდა მეწარმე, დაფინანსდება 30 000 ლარამდე ფულადი გრანტით.პროექტის ხანგრძლივობა 36 თვეა (ოქტომბერი, 2025 - სექტემბერი, 2028). მონაწილეები შეირჩევიან საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტიდან:ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი; სამცხე-ჯავახეთი: ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა; აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო; გურია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს - როგორც ფინანსური გრანტებით, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ტრენინგებისა და მენტორობის პროგრამების მეშვეობით. პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობა”  (International Partnerships Austria). იგი ხორციელდება მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით.მიმდინარე მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ახალგაზრდა.პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: 595 951 236რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/gBoMw სკაპში მოუთმენლად ველოდებით პროექტის შემდეგ ეტაპებს. 

სრულად

სკაპი სერვისების გაციფრულებას აგრძელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპმა სერვისებში ელექტრონული ხელმოწერა დანერგა. აღნიშნული ნაბიჯი სკაპის მთავარი სტრატეგიული მიმართულების - სერვისების გაციფრულების ნაწილია, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წელს, რებრენდინგის ფარგლებში დააანონსა. შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 15 წლის განმავლობაში ბაზარზე „სვის კაპიტალის“ სახელით ოპერირებდა, 2025 წლის სექტემბრიდან კი საქმიანობას „სკაპის“ სახელით აგრძელებს. ციფრული სერვისების განვითარების უპირატესობები მომხმარებლისთვის„სერვისების გაციფრულების მიზანი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაა. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით სამომხმარებლო გამოცდილება გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სერვისის მიწოდების პროცესი, დავზოგოთ მომხმარებლის დრო და უზრუნველვყოთ უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი“, - აღნიშნავს სკაპის სერვისებისა და ოპერაციების განვითარების ხელმძღვანელი,ნინო რეხვიაშვილი.ელექტრონული ხელმოწერა სკაპმა კომპანია Signify-სთან პარტნიორობით დანერგა. აღნიშნული  ციფრული ინსტრუმენტით სკაპი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ამარტივებს მომსახურებას და, მეორე მხრივ, ამცირებს საბეჭდი ქაღალდის გამოყენებას, რაც სრულ თანხვედრაშია ორგანიზაციის გარემოსდაცვით მიდგომებთან. აღსანიშნავია, რომ სკაპი იყო პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე, რომელმაც მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის ფინანსური პროდუქტები მობილური აპლიკაციის ფორმატში შესთავაზა. Scapp აპლიკაცია, როგორც პლატფორმა, 2022 წელს შეიქმნა და მის ფარგლებში შეთავაზებული ფინანსური სერვისების ასორტიმენტი მუდმივად იზრდება.სკაპის მობილური აპლიკაციით სარგებლობის უპირატესობებიScapp აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე ისარგებლოს საკრედიტო პროდუქტებით, მართოს მიმდინარე ვალდებულებები და განახორციელოს ონლაინ გადახდები. ამასთან, პლატფორმაზე შესაძლებელია ვალუტის კონვერტაცია ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო გაცვლითი კურსით. ამჟამად Scapp-ში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 90 000-ს აღწევს.Scapp ხელმისაწვდომიაროგორც  App Store-ში, ასევე Play Store-ში.   მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი მომავალშიც გააგრძელებს კომფორტული, თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას. 

სრულად

"სუპერგმირთან" პარტნიორობა გრძელდება

სუპერგმირისა და სკაპის გაერთიანება გრძელდება 💪ჩვენი მხარდაჭერა, როგორც სუპერგმირის გენერალური სპონსორის, მიზნად ისახავს ორგანიზაციას დაეხმაროს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვასა და იმ ბენეფიციართა წრის გაფართოებაში, რომლებიც საჭირო ზრუნვას სისტემატურად მიიღებენ.ბოლო თვეების განმავლობაში, სუპერგმირის ბენეფიციარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:✔️ 250-მდე ბავშვმა დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა✔️ ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა წრეებსა და აქტივობებში, საკუთარი ინტერესების შესაბამისადსკაპში გვჯერა, რომ ზრუნვა ის სუპერძალაა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. 

სრულად

სკაპისა და „ჩართე“-ს თანამშრომლობით უკვე 20 მოსწავლეს აქვს საკუთარი ლეპტოპი

სკაპისა და Charte.ge-ს ერთობლივი ინიციატივის შედეგად, 20 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს უკვე გადაეცა ლეპტოპი, რაც მათ საშუალებას აძლევს ისწავლონ და განივითარონ ციფრული უნარები. თანამშრომობის 6-თვიანი პერიოდის მანძილზე, პროექტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი - სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. დეკემბრის ჩათვლით კიდევ 12 მოსწავლე მიიღებს ლეპტოპს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.სკაპისა და “ჩართე”-ს პარტნიორობა ეფუძნება ორი ორგანიზაციის საერთო ხედვას: განათლებაზე თანაბარი წვდომის მხარდაჭერასა და ციფრული ინკლუზიის გაძლიერებას.

სრულად